სროლა თბილისში ფანასკერტელზე

სროლა თბილისში ფანასკერტელზეთბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.