ბიჭუნა სპირალით ხელში დაიბადა 

ბიჭუნა სპირალით ხელში დაიბადა ექიმები მათი სპეციალობიდან გამომდინარე ყოველდღიურად ბევრი უცნაური ფაქტების თვითმხილველები ხდებიან, მაგრამ იშვიათად უზიარებენ მათ მსოფლიოს! თუმცა, ვიეტნამელ მეან-ექიმს შეექმნა ინციდენტი, რომლის გადაღება და გაშუქებას გვერდი ვერ აუარა.

კერძოდ ვიეტნამელმა ექიმმა, რომელმაც დედა ამშობიარა აღმოაჩინა, რომ ახალშობილი ბიჭუნა ქვეყანას ცარიელი ხელებით არ მოვლენილა და მას ხელში დედის სპირალი ეკავა, ზუსტად ისე, როგორც ექიმის მიერ გადაღებულ სურათზე ჩანს, ზოგი კი იმასაც ამბობს, რომ სპირალი ახალშობილს ხელში ექიმებმა დააკავებინეს, თუმცა ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

ექიმ ტრან ვიეტ ფუონგმა დააფიქსირა მეტად უცნაური მომენტი და ფოტოები ფეისბუკზე 30 ივნისს  გამოაქვეყნა. მას შემდეგ პოსტმა 3500-ზე მეტი მოწონება და 4000-ზე მეტი გაზიარება მიიღო. ექიმი  ამბობს, რომ არ ელოდა,  თუ ის ამხელა ყურადღება მიიპყრო.

Yahoo News-ის ცნობით, ბავშვის 34 წლის დედამ, რომელსაც კიდევ ორი შვილი ჰყავს, სპირალი კი ორი წლის წინ ჩაიდგა. მიუხედავად ამისა ის მაინც დაფეხმძიმდა, ორსულობამ ნორმალურად ჩაიარა და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.

ექსკლუზივტვ