ხმაური ბორჯომის ქარხანასთან – პოლიცია პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდა. სიტუაცია ადგილზე დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. სამართლდამცველებმა ქარხნის ტერიტორიიდან “ბორჯომის” ქარხნის ტრაილერის მძღოლების განრიდება სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ბორჯომის N 1 ჩამომსხმელი ქარხანასთან ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ადგილზე სამართალდამცველების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა რჩება.
ბორჯომის ქარხნის მუშათა პროტესტი კი გრძელდება. მათი მოთხოვნა არ იცვლება-სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 25%-იანი ზრდა, აგრეთვე იმ 50 თანამშრომლის დაბრუნება სამსახურში, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
გაფიცვის მეოთხე დღე- მუშები საპროტესტო ტალღის შეჩერებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ქარხნის ადმინისიტრაცია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ტვ პირველი