„ექიმი ხომ არ გჭირდებათ? წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ, დაამშვიდეთ” – პრემიერი ხატია დეკანოიძეს

„ექიმი ხომ არ გჭირდებათ? წამალი არ გაქვთ? მიუტანეთ, დაამშვიდეთ" - პრემიერი ხატია დეკანოიძესპარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა, რო­მელ­ზეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს უს­მე­ნენ. ხმა­უ­რით და­ი­წყო.

ხმა­უ­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის და­სა­წყისს მოჰ­ყვა, რომ­ლის დრო­საც მან აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღო და გაჩ­ნდა ნა­ნატ­რი ჩა­ნა­წე­რი. მის ამ ფრა­ზას ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ღა­რი­ბაშ­ვილს რამ­დე­ჯერ­მე მი­მარ­თა, რომ არის „მო­ღა­ლა­ტე”. მას ასე­ვე უწო­და “მონა”.

ჯამ­ში, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მის­ცეს სი­ტყვის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ოპო­ზი­ცი­ამ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღო.

„ექი­მი ხომ არ გჭირ­დე­ბათ? წა­მა­ლი არ გაქვთ? მი­უ­ტა­ნეთ და­ამ­შვი­დეთ” – მი­მარ­თა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.