„გუშინ დასრულდა კოჰაბიტაცია! გილოცავთ! ჩვენ გვყავს ნამდვილი ეროვნული ლიდერი!“ – მოროშკინა ღარიბაშვილზე

„გუშინ დასრულდა კოჰაბიტაცია!  გილოცავთ! ჩვენ გვყავს ნამდვილი ეროვნული ლიდერი!“  - მოროშკინა ღარიბაშვილზე ლალი მოროშკინა  სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ დაიბადა ახალი ეროვნული ლიდერი! გუშინ ირაკლიმ “იჩუქა” კრიტიკული მასა, რომელიც მის ერთ დაძახებაზე გადაავსებს ქუჩებს, სოფლებს, მთებს …გუშინ, პირველად უახლესი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პირველმა პირმა არ დაიხია უკან და ყველას საკადრისი პასუხი გასცა!

გუშინ დასრულდა კოჰაბიტაცია!

გილოცავთ! ჩვენ გვყავს ნამდვილი ეროვნული ლიდერი! დიდი პროცესები იწყება, საქართველო კავკასიის ეკონომიკური და კულტურული ჰაბი ხდება!დანარჩენი წარმავალია…

P.S.ჩემს კედელზე პოლემიკას არ ვაპირებ, ვინც გახვალთ არ მეწყინება…“