„ისეთი ამბავია გულს რომ გაგითბობთ და გაგახარებთ“ – 28-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა

„ისეთი ამბავია გულს რომ გაგითბობთ და გაგახარებთ“ - 28-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს შვილი შეეძინა„კლინიკა ბომონდი” სოციალურ ქსელში წერს:

კლინიკის ცნობით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„ისეთი ამბავი გვინდა გაგიზიაროთ, გულს რომ გაგითბობთ და გაგახარებთ

„კლინიკა ბომონდში” წყვილს 28-წლიანი ლოდინის შემდეგ შვილი შეეძინა. ნანატრი ნიკოლოზ ხიდაშელი ამ ქვეყანას საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯანმრთელობაზე კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის სრული შემადგენლობა ზრუნავს.

ოპერატორი: ნოე მაცაბერიძე

მორიგე ექიმები: მარინა ჯიმშელეიშვილი და თეონა ლორთქიფანიძე

ნეონატოლოგი: ფატი კალატოზიშვილი

ანესთეზიოლოგი: გიორგი კუბლაშვილი

საოპერაციოს მედდა: თეო ფრუიძე

ბებიაქალი: მარი რურუა

„კლინიკა ბომონდი” ულოცავს მშობლებს ნანატრი შვილის დაბადებას. ულევ სიხარულს და ჯანმრთელობას უსურვებს”.