ლელა მებურიშვილი შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთშია. უკვე ერთი წელია, რაც მისი მეუღლე ბაჩო საგანელიძე ბრიტანეთში საქართველოს ელჩ სოფიო ქაცარავას ერთ-ერთი მოადგილეა, ეკონომიკური მიმართულებით.
ლელა ოჯახთან ერთად ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანახაობას სამეფო დოღს დაესწრო. ამ დღეს ბრიტანეთის მაღალი რანგის საზოგადოების დიდი ნაწილი დედოფალთან ერთად იკრიბება.
დოღის მთავარი სანახაობა კი, არა მხოლოდ ცხენებით ჯირითი, არამედ სტუმარი ქალების თავსამკაულია. ბრიტანეთში სამეფო დოღის ტრადიციას საუკუნოვანი ისტორია აქვს და ის რამდენიმე დღე მიმდინარეობს.
ქართველი მსახიობი დოღზე შესანიშნავ ფორმაში გამოცხადდა. მან ბოლომდე დაიცვა დრესკოდი და ლელას თავსაბურავი ღონისძიებაზე გამორჩეული გახლდათ. ტრადიციულად ინგლისელი არისტოკრატების ფავორიტი ფრაკი ეცვა და ცილინდრი ეხურა ბაჩო საგანელიძეს.
სანახაობას ტრადიციულად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სტუმრობდნენ…
ამბები