წნორში არხში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

წნორში არხში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვესსიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში, სანიაღვრე არხში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი საცხოვრებელ სახლთან მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ ბავშვის კვალს სანიაღვრე არხში მიაკვლიეს, რომელიც დასახლებულ უბანში მდებარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.