,,ჩვენო ღიმილიანო, როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენგანის გადარჩენაზე…“ – გიორგი აფციაური

,,ჩვენო ღიმილიანო, როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენგანის გადარჩენაზე...“ - გიორგი აფციაურიგუდაურის ტრაგედიისას დაღუპული ერთ-ერთი მედიკოსის, ქეთი გულაგაშვილის შესახებ გიორგი აფციაური სოციალურ ქსელში წერს:

,,ჩვენო ღიმილიანო, როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენგანის გადარჩენაზე და თურმე უშედეგოდ, ვინ იცის, როგორ შეგეშინდა…

როგორ სასტიკად მოგექცა განგება, ღმერთო, კიდე არ მჯერა, რომ იმ წყეულ ხევში დასრულდა შენი ხალისიანი სიცოცხლე.

მადლობა, შენი გმირობისთვის”.

დღეს, გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ორი ექიმი ემსხვერპლა – ქეთი გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ.