აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი – დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.