სროლას აშშ-ში 3 ადამიანი შეეწირა

აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი – დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.