მარნეულის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე დღეს უბედური შემთხვევა მოხდა.
55 წლამდე კაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა. თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ სანამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მოვიდოდა, კაცი გარდაიცვალა.
წინასწარი ვერსიით, შუახნის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.