მარნეულში ბაზარში 55 წლამდე კაცმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

მარნეულში ბაზარში 55 წლამდე კაცმა გონება დაკარგა და გარდაიცვალამარნეულის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე დღეს უბედური შემთხვევა მოხდა.

55 წლამდე კაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და წაიქცა. თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ სანამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მოვიდოდა, კაცი გარდაიცვალა.

წინასწარი ვერსიით, შუახნის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.