სამართალდაცველებმა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ნაკაიძე დაკავებულია ოჯახში ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის მუხლებით.
როგორც უწყებაში გვითხრეს, „შსს-მ ლაშა ნაკაიძის მიმართ გამოძიება სს კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით“ დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას და მუქარას გულისხმობს“.
ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს მსხვერპლის მეგობარმა ქალბატონმა აცნობა.