სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს

სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავესსა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით „მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ლაშა ნა­კა­ი­ძე და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­კა­ი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია ოჯახ­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და მუ­ქა­რის მუხ­ლე­ბით.

რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, „შსს-მ ლაშა ნა­კა­ი­ძის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სს კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით“ და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ფი­ზი­კურ და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას და მუ­ქა­რას გუ­ლის­ხმობს“.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მსხვერ­პლის მე­გო­ბარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა აც­ნო­ბა.