თსუ-ში სტუდენტები რექტორის არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. პიკეტირებულია 107-ე აუდიტორია ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.
„არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს” – ამ შეძახილებით შევიდნენ სტუდენტები დღეს დილით შენობაში და ის სივრცე დაიკავეს სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სიმბოლური არჩევნები უნდა შედგეს.
კანდიდატი მხოლოდ ერთია – „ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია. ეს კი ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ უნივერსიტეტში არჩევნები არ იმართება და მმართველი პარტია შარვაშიძის შემცვლელს უბრალოდ ნიშნავს.. თვეებია ქვეყნის პირველ უნივერსისტეტში სტუდნტები გამჭირვალე არჩევნებს ითხოვენ.