ხმაური თსუ-ში – „არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს”

ხმაური თსუ-ში - „არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს"თსუ-ში  სტუდენტები რექტორის არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. პიკეტირებულია 107-ე აუდიტორია  ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

„არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს” –  ამ შეძახილებით შევიდნენ სტუდენტები დღეს დილით შენობაში და ის სივრცე დაიკავეს სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სიმბოლური არჩევნები უნდა შედგეს.

კანდიდატი მხოლოდ ერთია – „ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია. ეს კი ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ უნივერსიტეტში არჩევნები არ იმართება და მმართველი პარტია შარვაშიძის შემცვლელს უბრალოდ ნიშნავს.. თვეებია ქვეყნის პირველ უნივერსისტეტში სტუდნტები გამჭირვალე არჩევნებს ითხოვენ.