„ბოლო სამი წელია, რაც მამა ავად გახდა და საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ “ – ნატალია ყიფშიძე

„ბოლო სამი წელია, რაც მამა ავად გახდა და საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ “ - ნატალია ყიფშიძე„გიორგიმ რომ დაწერა, ავად ვარ და ვკვდებიო, იხუმრა თუ სერიოზულად თქვა?“ – გამომწერის ამ კითხვას ნატალია ყიფშიძემ სოციალურ ქსელში უპასუხა:

„ამ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამას პირადია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავეთ მისი განკიცხვისგან, მით უმეტეს, ინფორმაცია არ გაქვთ“.