კახეთში ავტომანქანა ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

კახეთში ავტომანქანა ხევში გადავარდა, არის მსხვერპლიმსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში – გარდაიცვალა კაცი. შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.

ექიმების შეფასებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.