ხაშურში მონაზონს სასტიკად სცემეს

ხაშურში მონაზონს სასტიკად სცემესხაშურში მონაზონი სცემეს. 70 წლის დედა ანას ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.

დედათა მონასტრის მკვიდრი მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი ეტაპირება თბილისში გახდა საჭირო.

მონასტერი დაკეტილია, პოლიცია კი დამნაშავეს ეძებს.

ეკლესიაში მყოფი მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა და დედაო სასტიკად არის ნაცემი.

„ვიღაცა მისულა მონასტერში და უცემია დედაო. ძალიან არის ნაცემი, გადაიყვანეს ჯერ ხაშურის კლინიკაში, შემდეგ თბილისში. მრევლმა წაიყვანა. ფაქტი გუშინ, დაახლოებით 6 საათზე მოხდა”. – აცხადებს “პირველებთან” მრევლი.

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.