ხაშურში მონაზონს სასტიკად სცემეს

ხაშურში მონაზონი სცემეს. 70 წლის დედა ანას ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.

დედათა მონასტრის მკვიდრი მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი ეტაპირება თბილისში გახდა საჭირო.

მონასტერი დაკეტილია, პოლიცია კი დამნაშავეს ეძებს.

ეკლესიაში მყოფი მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა და დედაო სასტიკად არის ნაცემი.

„ვიღაცა მისულა მონასტერში და უცემია დედაო. ძალიან არის ნაცემი, გადაიყვანეს ჯერ ხაშურის კლინიკაში, შემდეგ თბილისში. მრევლმა წაიყვანა. ფაქტი გუშინ, დაახლოებით 6 საათზე მოხდა”. – აცხადებს “პირველებთან” მრევლი.

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.