„კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი“ –  ვაჟა ფშაველაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა

„კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი“ -  ვაჟა ფშაველაზე ქვეითს მანქანა დაეჯახავაჟა ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ქვეითს მანქანა დაეჯახა. ამის  შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს და ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს.

„ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი. კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი – ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა. ძალიან ცუდად დაეჯახა. იმედი მაქვს გადარჩება. ღმერთო უშველე. წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher-ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ.

როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით რომ გენახათ. გააჩერეს მოძრაობა, გადაკვეთეს stretcher-ით გამზირი. ერთი ჟანგბადის ბალონს მიარბენინებდა, მეორე ზედ იყო ასული და გულის მასაჟს უკეთებდა. იმედის მომცემი სანახაობა იყო. ღმერთო, შენი ხელიც გაურიე და გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი. ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს.”