თურქეთიდან შესული ნავი, რომლითაც მიგრანტები გადაადგილდებოდნენ, საბერძნეთში, კუნძულ ევიასთან ჩაიძირა.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავზე დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ვერტმფრენი და ორი ნავი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენების სამძებრო – სამაშველო ოპერაცია გრძელდება.