საბერძნეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა – ნავზე 68 ადამიანი იმყოფებოდა

თურქეთიდან შესული ნავი, რომლითაც მიგრანტები გადაადგილდებოდნენ, საბერძნეთში, კუნძულ ევიასთან ჩაიძირა.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ნავზე დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ვერტმფრენი და ორი ნავი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენების სამძებრო – სამაშველო ოპერაცია გრძელდება.