რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი, დანგრეულია შენობები. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გასული დღის განმავლობაში მათ განახორციელეს 74 დაბომბვა, რომელთაგან 36 მიმართული იყო ხერსონზე. რუსებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 17 დაჭრეს, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით დაშავებულებს შორის არის 6 წლის ბავშვი.
„ხერსონში რუსებმა კიდევ ერთი ტერორი ჩაიდინეს – დაბომბეს ქალაქის ცენტრი. დაიღუპა ხალხი, დაინგრა შენობები”, – წერს ტიმოშენკო.
მისივე ინფორმაციით, დაბომბვის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს და გამოძიებაც მიმდინარეობს.