დამპყრობლებმა ხერსონის რაიონი 36-ჯერ დაბომბეს

რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი, დანგრეულია შენობები. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გასული დღის განმავლობაში მათ განახორციელეს 74 დაბომბვა, რომელთაგან 36 მიმართული იყო ხერსონზე. რუსებმა 5  მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 17 დაჭრეს, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით დაშავებულებს შორის არის 6 წლის ბავშვი.

„ხერსონში რუსებმა კიდევ ერთი ტერორი ჩაიდინეს – დაბომბეს ქალაქის ცენტრი. დაიღუპა ხალხი, დაინგრა შენობები”, – წერს ტიმოშენკო.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს და გამოძიებაც მიმდინარეობს.