მგზავრი, რომელიც Wizz Air-ის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. დაღუპულია 60 წლამდე მამაკაცი. ინფორმაციას აეროპორტშიც ადასტურებენ.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.