მგზავრი, რომელიც ქუთაისიდან პარიზში მიფრინავდა, თვითმფრინავში  გარდაიცვალა

მგზავრი, რომელიც ქუთაისიდან პარიზში მიფრინავდა, თვითმფრინავში  გარდაიცვალამგზავრი, რომელიც Wizz Air-ის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. დაღუპულია 60 წლამდე მამაკაცი. ინფორმაციას აეროპორტშიც ადასტურებენ.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.