ნათია ფანჯიკიძე – „ჩემს შვილს უკაკუნეს სახლში ტვ-პირველის  ჭურნალისტებმა და თინუსასგან უნდოდათ გაეგოთ, ალასანია თუ ბრუნდება პოლიტიკაში…“

 ნათია ფანჯიკიძე - „ჩემს შვილს უკაკუნეს სახლში ტვ-პირველის  ჭურნალისტებმა და თინუსასგან უნდოდათ გაეგოთ, ალასანია თუ ბრუნდება პოლიტიკაში...“ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ, ჩემი სახლის კარზე კაკუნის შემდეგ უკვე დღეს საღამოს ჩემს შვილს რომ უკაკუნეს სახლში ტვ-პირველის დაუპატიჟებელმა ჭურნალისტებმა და თინუსასგან უნდოდათ გაეგოთ, ალასანია თუ ბრუნდება პოლიტიკაში, რატომ ბრუნდება და თუ არ ბრუნდება, რატომ არ ბრუნდება, დავინტერესდი და დავადგინე, რომ თურმე სახლში არ უნდა შემოცვივდნენ, თორემ კანონით ქართველ ჭურნალისტებს ჰქონიათ კარზე კაკუნის უფლება. ხოდა მაპატიეთ, არ ვიცოდი. მოდით ხოლმე და აკაკუნეთ ნაზდაროვიე აღარ აღვშფოთდები. კანონმორჩილი ქალი ვარ მე. ჩვენ და თინას ისედაც გვიყვარს ეგ თამაში, ვითომ წითელქუდას ბებია ვარ“