„ეს 5 წლის ზეჰრას ხელია… მამა მთელი დღე ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა“

„ეს 5 წლის ზეჰრას ხელია... მამა მთელი დღე ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა“ვანო ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში თურქეთის მიწისძვრის კადრს აქვეყნებს და წერს:

„მიწისძვრა თურქეთში…
ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში.
როგორც იქნა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, სრულიად უვნებელი.
მამამისი ასე, მოკლე მკლავიანი მაისურით მთელი დღე იდგა თოვლსა და ქარბუქში და ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა.
ახლა მამას მყარად უჭირავს შვილის ხელი.
მაინც ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა.“