კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.
გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ. ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.