პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია მივიდა

პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია მივიდაკულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე  ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ.  ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.