დავით ქაცარავა – „მივმართავ მამებს, ძმებს, შვილებს, ყველა იმ კაცს, ვინც თვლის რომ ჩვენი ოჯახები საფრთხეშია…“

დავით ქაცარავა - „მივმართავ მამებს, ძმებს, შვილებს, ყველა იმ კაცს, ვინც თვლის რომ ჩვენი ოჯახები საფრთხეშია...“  დავით ქაცარავა ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო!
2 დღის წინ, ქალებზე და ბავშვებზე მოძალადე ორგანიზაციამ, სახელწოდებით ალტინფო, განახორციელა თავდასხმა ჩემს ოჯახზე, ჩემს მეუღლესა და 13 წლის ქეთიზე.

პოლიციაში საქმე აღიძრა ამ თავდასხმასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადეების დაკავება აქამდე არ ხდება, არადა ყველამ კარგად ვიცით,როგორი სისწრაფით აკავებს შსს „სასურველ დამნაშავეებს”, და მითუმეტეს, ამ ორკ-დაჯგუფების ლიდერმა მორგოშიამ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება გააკეთა, ვხვდები, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ძიების პროცესი გაიწელება უსასრულოდ.

აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციელები უკიდურესად კეთილგანწყობილები არიან ჩვენს მიმართ.

თუმცა, ეს კეთილგანწყობა ვერ აისახება შედეგში, ვინაიდან ამ ქალებზე და ბავშვებზე მოძალადე დაჯგუფებას ერთმნიშვნელოვნად მართავენ ქართული ოცნების ოფისიდან.
შესაბამისად, ოლიგარქიული ბანდიტური სინდიკატის მფარველობა ამ ორკებს აქვთ და ექნებათ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ კანონი ვერ იცავს ჩემს ოჯახს.

რა გამოსავალი რჩება?

თავდაცვა.

ამიტომ, მივმართავ პირველ რიგში მამებს, ძმებს, შვილებს, ყველა იმ კაცს, ვინც თვლის რომ ჩვენი ოჯახები საფრთხეშია და კანონი ჩვენ არ გვიცავს.
14 მარტს, 12 საათზე შევიკრიბოთ სააკაძის მოედანზე, ქალებზე და ბავშვებზე მოძალადეების ოფისის მახლობლად და მოვიკითხოთ „ქართველი ვა შ კაცები” და ვაგებინოთ პასუხი ჩადენილ არაკაცურ, არაადამიანურ საქციელზე.

ეს დღე იქნება დასაწყისი ამ ნაძირლების ამოსაძირკვად, რომელთა მფარველობა და უსაფრთხოება გარანტირებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.

თუ ჩვენ ამ მეტასტაზს არ ამოვშანთავთ დღეს, ზეგ ის საბოლოოდ გაგვანადგურებს.

მე მზად ვარ ვიბრძოლო ამ ნაძირალა მოძალადეების ამოსაძირკვად საკუთარი ჯანმრთელობის, თავისუფლების და სიცოცხლის ფასად.

კაცებო!
მზად ხართ დაიცვათ თქვენი ოჯახები?

მაშინ 14 მარტს, 12 საათზე გელოდებით სააკაძის მოედანზე!

მოდით შეუიარაღებელნი, ჩვენი ძალა ჩვენს სიმართლეშია!

ძალა ერთობაშია ”
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

პ.ს. ბავშვებზე და ქალებზე მოძალადეებო! შეიკრიბეთ ყველა, უნდა დაგთვალოთ, რამდენი ხართ!!!”