ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავსUFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.

ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

გამარჯვებას მერაბს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც ულოცავს.

ხვიჩამ სოციალურ ქსელში მერაბის ფოტო გამოაქვეყნა და თავად მერაბი მონიშნა.