ეკონომისტი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
„ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 5 წლიან მინიმუმზე ჩამოვიდა, მიუხედავად ამისა მოსახლეობა პროდუქტებსა და მომსაურეობაზე ფასების კლებას ვერ ხედავს. მოდით დავიწყოთ თავიდან და ავხნათ სად მარხია ამ პრობლემის „ძაღლის თავი“.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შემდეგ მომდევნო თვეებშიც, ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვაფიქსირებდი , რომ 2023 წლის პირველ კვარტალში ველოდებით იმფლაციის მაჩვენებლის შემცირებას, მაგრამ სურსათზე და მომსასურეობაზე ფასები არ დაიკლებს. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება არ გაიზარდოს მეთქი. პროგნოზი არ შეგვიცვლია და როდესაც გამოვა აპრილის თვის მონაცემები, დავინახავთ რომ ინფლაცისს მაჩვენებელი გვექნება 7 % თან მიახლოებული მაგრამ ფასები გვექნება უცვლელი.
როგორც ამ დღეებში მოვისმინეთ , მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ახლა აღმოაჩინა ,რომ თურმე პროდუქტებთან მიმართებაში , იმპორტიორის ფასსა და საცალო ფასს შორის სხვაობა 80-100 % ია. ეს რომ ასეა უკვე წლებია და ახლა არ მომხდარა. მთავრობამ ამ საკითხში მსხვილი სავაჭრო ქსელები დაადანაშაულა და საკითხის გარკვევა კონკურენციის სააგენტოს დაავალა. იმპორტიორებიც ხელს მსხვილი სავაჭრო ქსელების მიერ თვითნებურად დაწესებულ შიდა პოლიტიკას აბრალებს, კერძოდ არახალია რომ დიდი ქსელები საქონლის მიმწოდებალს, იმორტიორს ავალდებულაბს დაუბრუნოს ეგრეთ წოდებული „ქეშბექი“ გაყიდული საქონლის შემოსავლიდან, აღნიშნული „ქეშბექი“ის ზომა ხშირ შემთხვევაში მერყეობს 15%-25% -ს შორის, თან ისე, რომ ქსელი მოგების მარჟას 5-10% ზე მეტს არ ადებს. საცალო გაყიდვამდე, პროდუქტის ფასი გადის შემდეგ ციკლს: იმპორტიორი ( რომელიც უყურებს ვალუტის კურსს), დისტრიბუცია (ასევე ითვალისწინებს ვალუტის კურსს და საწვავის ფასს), სავაჭრო ქსელი და ბოლოს მომხმარებელი. აღნიშნულ ციკლში ყველა მონაწილე (მომხმარებლის გარდა) ყველა ცდილობს მიიღოს მაქსიმალური მოგება. მიუხედავად იმისა ლარი გამყარებულია არახალია, რომ იმპორტიორს არა აქვს გარანტია იმისა ,როდესაც საწყობიდან გატანილი პროდუქტის რეალიზაციის შემოსავალს უკეთეს შემთვევაში მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში დაიბრუნებს უკან, ლარის კურსი იგივე დახვდება.
ამიტომაც ის გასაყიდ ფასში კურსს ითვალისწინებს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად არის საქონლის გაცემის დროს.
ეს ერთი ფაქტორი თუ რატომ არის პროდუქტებზე ასეთი დიდი ფასნამატი.
ახლა ამ საკითხს შევხედოთ სხვა მხრიდან. ასევე წლებისა და თვეების წინ ვამბობდით,რომ მსოფლიო ეკონომიკურ ცხოვრებაში დრო დადგა ისეთი ,რომ მიუხედვად ინფლაციის მაღალი პროცენტისა , ჩვენი სებ -ს საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა 7% თუ 11% ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება- მეთქი, ინფლაციური პროცესები ვერ მოითოკება-თქო . ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო შემდეგი მაგალითი, თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დღეის მონაცემებით არის 57,68% ი, საპროცენტი განაკვეთი კი 8,5 % .აზერბაიჯანშიც წლიური ინფლაცია არის 13,6% ხოლო საპროცენტო განაკვეთი 8,5%, რუსეთში წლიური ინფალია არის 11,8% ხოლო საპროცენტო განაკვეთი 7,5%.
ასევე ის ფაქტი ,რომ საწვავის ბიზნესში, არსებობს „კარტელები“ და მისი ფასიც ბრენდულ ავტოგასამართებზე 80- თეთრიდან 1 ლარამდეა გაზრდილი ამის დარეგულირება პროდუქტების შემომტან იმპორტიორსა და სავაჭრო ქსელების ადმინიტრაციას რომ არ ხელეწიფება, ესეც გასაგებია. 11%-იანი საპროცენტო განაკვეთით რომ იმპორტიორისათვის ფული ძვირია და ვერ შემოიტანს იაფად პროდუქციას ვერ შემოგთავაზებს, ესეც გასაგებია.
118%-ით გაძვირებულ ხახვს, 79%-ით გაძვირებულ სიმინდის ფქვილს, 130%-ით გაძვირებულ შედედებულ რძესა და ა.შ სხვა პროდუქტს , ქართველი მეწარმე 11%-იანი საპროცენტო განაკვეთის პირობებში იაფად, რომ ვერ მიაწვდის მოსახლეობას ესეც გასაგებია.
მოკლედ ,რომ ვთქვათ დამნაშავე მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი გამყარებულია,პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე , მხოლოდ იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელებისათვის ხელის გაშვერა და დადანაშაულება არაა სამართლიანი. ამ საკითსხი, რომ სების ფულად- საკრედიტო და მთავრობის ფისკალური პოლიტიკის ხელიც ურევია, ეს ცხადია.