კახეთში, სოფელ ჭიკაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, ამოტრიალდა, რასაც შედეგად, ოთხი ადამიანის დაზიანება მოჰყვა.
დაშავებულები, თავდაპირველად, ყვარლის ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ ორი ქალი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ხოლო 7 და 15 წლის არასრულწლოვნები, თბილისში გადაიყვანეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.