დაშავებულია არასრულწლოვანი – საშინელი ავარია კახეთში

დაშავებულია არასრულწლოვანი - საშინელი ავარია კახეთშიკახეთში, სოფელ ჭიკაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, ამოტრიალდა, რასაც შედეგად, ოთხი ადამიანის დაზიანება მოჰყვა.

დაშავებულები, თავდაპირველად, ყვარლის ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ ორი ქალი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ხოლო 7 და 15 წლის არასრულწლოვნები, თბილისში გადაიყვანეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.