„ირაკლი კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი… ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო” – ლევან ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს

„ირაკლი კობახიძემ მიწოდა საცოდავი კაცი... ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო" - ლევან ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს„ჩემი შენ გი­თხა­რიო, გული მო­გი­კა­ლიო”, – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ფი­ლო­ლო­გი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ „სა­ცო­და­ვი კაცი” უწო­და.

რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, არ აპი­რებს კო­ბა­ხი­ძის­გან მსგავ­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა აი­ტა­ნოს.

„ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მი­წო­და სა­ცო­და­ვი კაცი, მე უნდა გი­თხრათ, რომ ეს არის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხი „ჩემი შენ გი­თხა­რიო, გული მო­გი­კა­ლიო“, სა­ცო­და­ვი მე და მა­გას შო­რის ვინ არის, მე ძა­ლი­ან კარ­გად ვხე­დავ. დიახ, მე სა­ცო­და­ვი ვარ და ყვე­ლა­ნი სა­ცო­და­ვე­ბი ვართ, ისე­თი ხალ­ხის ხელ­ში აღ­მოვ­ჩნდით. მაგ­რამ უნდა შე­ვახ­სე­ნო ბა­ტონ ირაკ­ლის, რომ ადა­მი­ა­ნის და პი­როვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ­სე­ბობს – ზოგს აფა­სე­ბენ იმის მი­ხედ­ვით, რა გა­ა­კე­თა, ზოგს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში რა აქვს, ზოგს რა და­წე­რა, რა გა­მო­აქ­ვეყ­ნა” – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ნა „ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სა­ცო­და­ვი კა­ცია და ამას აქვს ორი მი­ზე­ზი: ერთი, ეს არის მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი; მე­ო­რე კი ის, რომ ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს გა­რე­დან მი­ღე­ბულ და­ვა­ლე­ბას.

ამ გან­ცხა­დე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­ფე­სორ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ მის სახ­ლთან 20-მდე ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მათ წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­წყო.