დიტო სამხარაძე – „დიახ, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, ფული დახარჯეს და წავიდნენ“

დიტო სამხარაძე - „დიახ, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, ფული დახარჯეს და წავიდნენ“„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს ყოფილი მერი და მათი მეგობრები.

სამხარაძე მათ ვინაობას არ აკონკრეტებს, ამბობს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არც ერთს ჰქონდა დარღვეული.

„დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.

სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა”, –  აცხადებს სამხარაძე.

ეს ბიზნესმენი, სავარაუდოდ, ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩია. მას კადიროვთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა, როგორც მედია წერს, ეს უთანხმოება მოაგვარეს. ახლა ის კადიროვის ახლო წრეს წარმოადგენს.