კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი.
„არ შეიძლება ამის დაჯერება ბიჭებო“,- წერენ კომენტარებში.