იგოეთთან მომხდარი ავარიისას სამი გიორგი დაიღუპა

იგოეთთან მომხდარი ავარიისას სამი გიორგი დაიღუპაკასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი.

„არ შეიძლება ამის დაჯერება ბიჭებო“,- წერენ კომენტარებში.