გოგა ჩანადირი – „როგორია კარგი მასწავლებელი?!“

გოგა ჩანადირი - „როგორია კარგი მასწავლებელი?!“გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

„როგორია კარგი მასწავლებელი?
კარგი მასწავლებელი:
შთააგონებს
მოსწავლეებს არ კიცხავს
სწავლას ახალისებს
აღიარებს, რომ რაღაც არ იცის და შეკითხვაზე პასუხს მოამზადებს
არაფორმალურ განათლებას მიმართავს
მოსწავლეებს პირადად ესაუბრება არასასკოლო თემებზე
ურთიერთობები აქვს მოსწავლეების ოჯახის წევრებთან ბავშვის საკითხებზე
არ ადარებს სხვა მოსწავლეებს
ქმნის ჯანსაღი შეჯიბრის პირობებს
მოსწავლეებს რთავს სასკოლო ცხოვრებასა და აქტივობებში
არ იქცევა ისე, რომ მუდამ მართალი ჰგონია საკუთარი თავი
ახერხებს მოსწავლეებს განუვითაროს უნარები
გულმოდგინედ ასწავლის და არა აზეპირებს
სწავლისთვის იყენებს თამაშის მეთოდებს
გაკვეთილებს ზოგჯერ არასასკოლო გარემოში ატარებს
საჭიროებისამებრ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობს
მოსწავლეებს სამართლიანად აფასებს
არ ქმნის მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან საჩუქრების მიღების წინაპირობას
მუდამ ვითარდება თავადაც
მოსწავლეებს აყალიბებს კარგ მოქალაქეებად”