გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა თამაშის დროს მოხდა. ერთ-ერთ მცირეწლოვანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და იქ მყოფ ბავშვს თვალის არეში მოხვდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.