გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა  

 გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა   გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა თამაშის დროს მოხდა. ერთ-ერთ მცირეწლოვანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და იქ მყოფ ბავშვს თვალის არეში მოხვდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.