ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები და რა არის მათ შესახებ ცნობილი 

ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები და რა არის მათ შესახებ ცნობილი 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

ეს იყო „ჰამასის” მოულოდნელი, უპრეცედენტო თავდასხმა და, როგორც უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, ისრაელის დაზვერვის მძიმე მარცხი. შაბათს დილით „ჰამასის” მებრძოლებმა გაარღვიეს სასაზღვრო ბარიერები ხმელეთით, ზღვიდან და ჰაერიდან, ისტორიაში პირველად შეაღწიეს და დაიკავეს 9 ებრაული დასახლება ღაზის სექტორის მახლობლად.

ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები და რა არის მათ შესახებ ცნობილი
ისმაილ ჰანიე

ისმაელ ჰანიე „ჰამასის“ ერთ ერთი ლიდერია, იგი 1989 წელს 3 წლით დააპატიმრეს, როდესაც პალესტინაში მომხდარი აჯანყება ჩაახშო.

1992 წელს კი „ჰამასის“ სამ ლიდერთან ერთად ისრაელისა და ლიბანს შორის ერთ ერთ უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლეს. გადასახლებიდან ერთი წლის შემდეგ ჰანიე ღაზაში დაბრუნდა. 1997 წელს იგი დაინიშნა „ჰამასის“ სულიერი ლიდერის ოფისის ლიდერად, რამაც მისი პოზიციები გააძლიერა.

2006 წელს ჰანიე გახდა პალესტინის პრემიერ-მინისტრი. თუმცა ერთი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. 2017 წელს ჰანიე „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრად აირჩიეს. 2018 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ისმაელ ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა. ბოლო წლების განმავლობაში იგი კატარში ცხოვრობდა.

იაჰია სინვარი

იაჰია სინვარი 1962 წელს დაიბადა.

იგი „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის, Majd-ის დამფუძნებელია. ეს სამსახური მართავს შიდა უსაფრთხოების საკითხებს, იძიებს ეჭვმიტანილ ისრაელის აგენტებს და თვალყურს ადევნებს ისრაელის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს.

სინვარი სამჯერ დააკავეს. 1988 წელს მას უვადო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, ისრაელმა ისრაელელი ჯარისკაცების სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სინვარი დაუბრუნდა თავის თანამდებობას, 2017 წელს დაინიშნა ჯგუფის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ღაზას სექტორში.

2015 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სინვარი „საერთაშორისო ტერორისტების“ შავ სიაში შეიყვანა.

მუჰამედ დეიფი

ლიდერის ვინაობა, რომელიც ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების უკან დგას, იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო არსებობს, მათ შორის — შავი სილუეტი, რომელსაც, პერიოდულად, პალესტინაში მისი მხარდამჭერები დემონსტრაციების დროს, ტრანსპარანტებზე იყენებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოჰამედ დეიფი, ღაზის სექტორში, ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერია.

2015 წელს, აშშ-ის ხელისუფლებამ დეიფი საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებსა და ისრაელელი სამხედროების გატაცებაზე პასუხისმგებელ პირად ცნო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 2014 წელს, ღაზაში ომის დროს, დეიფი ჰამასის თავდასხმის სტრატეგიას უძღვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დეიფის როლი უმნიშვნელოვანესია ჰამასის ყველაზე ცნობილი თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ის ყველასთვის მიუწვდომელ და მოუხელთებელ ადამიანად რჩება.

ყოველთვის უცნობია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, ამიტომ შეარჩია სახელად “დეიფი”, რაც “სტუმარს” ნიშნავს.

ჰამასის ლიდერი არასდროს ჩნდება საჯაროდ და არავინ იცის მისი ნამდვილი სახელი.
დეიფის რამდენიმე ფოტო არსებობს მხოლოდ, მათ შორის, მისი ახალგაზრდობის ფოტო, სადაც, დაახლოებით 25 წლამდეა, კიდევ ერთი ფოტო – ნიღბით აქვს გადაღებული.

მარვან ისა

მარნავ ისა მუჰამედ დეიფის მარჯვენა ხელია. იგი ისრაელის ძალებმა პირველი ინტიფადის დროს დააკავეს „ჰამასთან“ თანამშრომლობის გამო დააკავა.

2006 წელს ისრაელმა მისი მოკვლა სცადა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ორჯერ გაანადგურეს მისი სახლი ღაზაში. 2011 წლამდე არ იყო ცნობილი როგორ გამოიყურებოდა.

ხალედ მეშაალი

ხალედ მეშაალი 1956 წელს დაიბადა. იგი „ჰამასის“ ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება. ისრაელმა 1997 წელს მისი მოკვლა სცადა,  მეშაალს ქუჩაში სეირნობისას ტოქსიკური ნივთიერება გაუკეთეს.

იორდანიის ხელისუფლებამ მისი მკვლელობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავა.

მეშაალი ღაზას სექტორს პირველად 2012 წელს ესტუმრა.

მაჰმუდ ზაჰარი

მაჰმუდ ზაჰარი 1945 წელს დაიბადა ღაზაში. მანდ უნივერსიტეტი კაიროში დაამთავრა, შემდეგ კი მუშაობდა ექიმად ღაზაში და იუნისში მანამ დანამ პოლიტიკური პოზიციის გამო სამსახურიდან არ გაათავისუფლეს.

ისრაელმა ზაჰარის მოკვლა 2003 წელს სცადა. თვითმფრინავმა ბომბი ღაზაში მის სახლში ჩამოაგდო.

ზაჰარმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები, თუმცა ინციდენტს მისი უფრო ვაჟი ხალედი ემსხვერპლა. მისი მეორე ვაჟი, ჰოსამი, რომელიც იყო ალ-კასამის ბრიგადის წევრი, დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზაში 2008 წელს.

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

წყარო: ნიუპოსტი