ალექსანდრე კობაიძე – „ე.წ. კომპანიებმა, რომლთაც პრობლემატური სესხები გადმოიბარეს, თაღლითობა დაიწყეს“

ალექსანდრე კობაიძე - „ე.წ. კომპანიებმა, რომლთაც პრობლემატური სესხები გადმოიბარეს,  თაღლითობა დაიწყეს“ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ე.წ. კომპანიებმა, რომლთაც ხანდაზმული (პრობლემატური) სესხები გადმოიბარეს მაშტაბურად დაიწყეს თაღლითობა.სქემა ასეთია: პირობოთად ივანეს აქვს ხანდაზმული სესხი თბს ბანკთან. ივანემ გადაწყვიტა არ გადაიხადოს სესხი ხანდაზმულობის გამო (მას აქვს ამის უფლება). აქ ერთვება ე.წ. ამომღები კომპანიები და ე.წ. მკვდარ სესხებს აცოცხლებენ ერთი ლარის შეტანით ვითომ ივანემ შეიტანა სესხის დასაფარად) სესხის ხელშეკრულების ნომრის დანიშნულებაში მითითებით, რის მეშვეობითაც სასესხო ხელშეკრულება ხანდაზმულობას კარგავს და ვალდებულება კვლავ შესასრულებელი რჩება მოქალაქეს. ამიტომ თუ მსგავსი შემთხვევა გექნებათ დაგიკავშირდით და დაგეხმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ სესხის დაფარვა პროცენტებით და პირგასამტეხლოს დაკისრებით სრულად.“