ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო, გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო – ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები

ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო, გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო - ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელებისამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების მიხედვით, ათეულში გადაინაცვლეს ირაკლი აზაროვმა, რომლის ღირებულება 3 მლნ ევროა, ასევე, 21 წლამდელთა ასაკში გაბრიელ სიგუამ – 2,5 მლნ ევროთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:

ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
გიორგი მიქაუტაძე – 9 მლნ ევრო
ირაკლი აზაროვი – 3,5 მლნ ევრო
ოთარ კიტეიშვილი – 3 მლნ ევრო
საბა საზანოვი – 3 მლნ ევრო
გიორგი ჩაკვეტაძე – 2,5 მლნ ევრო
ზურიკო დავითაშვილი -2,5 მლნ ევრო
გიორგი გოჩოლეიშვილი – 2,5 მლნ ევრო
გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

„ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.