საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესები ჩაშლილია

 საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესები ჩაშლილიასაჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი  შეფერხებით მიდის. მოქალაქეებში სრული პანიკაა. გამნაღმველები და კინოლოგები მთელი ღამის განმავლობაში სკოლებში იარაღებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებდნენ. ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე ვირუსულად  გავრცელდა. ანონიმურმა წყაროებმა წინასწარ დაწერილი სკოლების მისამართები გამოაქვეყნეს და მკვლელობების სერიას აანონსებდნენ.

სუსი იტყობინება, რომ სკოლებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ვერაფერი იპოვეს.

„პირველებს” 5 სკოლაში დაუდასტურეს, რომ სასწავლო დაწესებულებებში მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

მშობლისგან გავიგე, პირველ რიგში. მერე სკოლამ დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა, ჯერ გამოძიება მიდის. გუშინ ღამე აქ იყო პოლიცია, ყველაფერი ნახეს, რავიცი, უსაფრთხო სკოლაა. თითქოს სკოლების ჩამონათვალი იყო და ჩვენი პირველ რიგში მოხვდა რატომღაც, – ამბობს ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი.
ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგები სასწავლო პროცესისთვის მზად არიან, თუმცა ბავშვები სკოლაში არ მივიდნენ.

უსაფრთხოების სამსახური იყო კინოლოგებთან ერთად, აბსოლუტურად ყველა წერტილი შემოწმდა, მშვიდობაა. უბრალოდ, ეტყობა, მშობლებმა პანიკის გამო არ გამოუშვეს ბავშვები. პედაგოგები ადგილზე არიან. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი. ძალიან ცოტა ბავშვი მოვიდა, ეს იყო ფუჭი ინფორმაცია, – ამბობს დირექტორი.
სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები გამოკიტხვაზე დღესაც არიან დაბარებულები.

 

არსებული ინფორმაცოოთ, სკოლების გარდა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატყარდა სავაჭრო ცენტრებშიც.

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ამბობს, რომ ოპერაციას სუსი ხელმძღვანელობს, თუმცა პროცესშ შსს-ს თანამშრომლებიც არიან ჩართულები, სკოლებთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პატრულირებენ.

ჯერჯერობით უცნობია, გავიდა თუ არა ლილუაშვილის უწყება იმ დამნაშავეების კვალზე, ვინც ტელეგრამ არხზე მუქარის შემცველ ინფორმაციას ავრცელებდა.