სროლა ვაკეში – დაჭრილია სამი ადამიანი

სროლა ვაკეში - დაჭრილია სამი ადამიანივაკეში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი.

ქურთიაშვილი ძმებ კაკულიების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.

თვითმხილველების ინფორმაციით, რუხაძეს ცეცხლი  ქურთიაშვილმა გაუხსნა, რის შემდეგაც, საპასუხო ცეცხლი  რუხაძის დაცვამ გახსნა.

არსებული ინფორმაციით,  სერგი ქურთიაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ოპერაცია უტარდება.