რატომ ძვირდება საავტომბილო თხევადი გაზი ?!

რატომ ძვირდება საავტომბილო თხევადი გაზი ?!ეკონომიკური ექსპერტი ნიკა შენგელია სოიალურ ქსელში წერს:
„თხვადი გაზის (LPG) გაყიდვები ბოლო 3 წლის განმავლობაში 4-5 ჯერ არის გაზრდილი, ფასების ზრდას თავისი მიზეზები აქვს. მთავარი პირველი, თავად მწარმოებლის ფასია რუსეთის ტერიტორიაზე და მეორეა გადაზიდვის ღირებულება. მაგრამ საინტერესოა ფასების ზრდა მაშინ როდესაც მწარმოებლის ფასი არ იცვლება და საქართველოს ბაზარზე ფასები მაინც იმატებს. მწარმოებლის ფასებიც დარეგულირებაც შესაძლებელია, თუ ქვეყანაში იარსებებს სახელმწიფო სტრუქტურა, რის შესახებაც წლებია ვსაუბრობთ.

დღევანდელი მდგომარეობით, ფასების ზრდის მიზეზია თხევადი გაზის დეფიციტის ხელოვნური შექმნა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გადამზიდებს 3-4 დღე უწევთ რიგში დგომა გადალახონ საქართველო-რუსეთის გამშვები სასაზღვრო პუნქტი. ე.წ. „სპეცავტომობილებს“ აყენებენ საერთო რიგში.
საქართველოდან თხევადი გაზის შემოსატანად გასული ავტომობილი, ყველაზე კარგ შემთხვეაში, დატვირთული უკან ბრუნდება ერთი კვირის შემდეგ. იქმნება ხელოვნური დეფიციტი და გადამზიდავებს ეზრდება ხარჯები, რაც უძვირებს იმპორტიორებს ფასს და შესაბამისად, გაზრდილი ფასი აისახება მომხმარებლებზე.
აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რა თქმა უნ, ხელისუფალს შეუძლია და ევალება. ამ შემთხვევაში მოსაგვარებელია გადამმზიდების დროულად გატარების საკითხი, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით სიახლე არ ისმის.
ნატახტრისა და ლარსის საზღვართან მიმდებარე ტემინალებზე 40-მდე გადამზიდია რიგში ჩაყენებული, რაც მინიმუმ 800 ტონის მოცულობისაა.“